მაია ჭიამაიას

934073_1013194995397838_4186616866391409560_n (1)

მაიას რომ შეხედავ, ერთდროულად პეპი გრძელი წინდა და მითიური ლილიტი გაგახსენდება. წითური და ჭორფლიანი, ბავშვივით საყვარელია. ურთიერთობისას მიხვდები, რომ ძალიან ძლიერია და იგრძნობ რომ არის მასში რაღაც იმ პირველი ქალებისაგან, მატრიარქატი რომ ჰქონდათ.

მაია სხვა გოგონებს არ ჰგავს. არ უყვარს ყვავილები, “შოპინგი” და გაპრანჭვა, თუმცა, სპორტისა და ქუჩური გარჩევების სიყვარულსაც ვერ დავაბრალებ.

ნაცნობები შეიძლება,ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივად ცხოვრობს. მეგობრებმა იციან, რომ მაიასნაირი უცნაური ამბები სხვებს არ ემართებათ. მე პრეტენზია მაქვს, რომ კარგად ვიცნობ და სულაც არ გამიკვირდება, ერთ დღესაც, სასხვათაშორისოდ რომ დავურეკავ, ჩვენს შორის ასეთი სატელეფონო საუბარი შედგეს:

– რას შვები, სად ხარ?

– დედამიწაზე, ასე მგონია.

-რა?

-მოიცა, თავიდან მოგიყვები. ქალი გავიცანი, მე მეგონა, რომ ადამიანი იყო. ვილაპარაკეთ ბევრ რამეზე და მითხრა ჩემთან ოფისში წავიდეთ საქმიანი შემოთავაზება მაქვს შენთანო. წავყევი მეც, სხვა საქმე არ მქონდა და ამოვყავი მარსზე თავი. არ გამაწყვეტინო. თურმე, გადაცმული უცხოპლანეტელი ყოფილა და თავის პლანეტელებთან ერთად დროებით მარსზე არის დაბანაკებული. ისე, სხვა გალაქტიკაში ცხოვრობენ. ყველა სხვადასხვა ფერია, კინოებში რომაა ისეთი მახინჯები არ არიან. მოკლედ, ამ ქალმა ისევ უკან ვაპირებთ დაბრუნებას, მანამდე გაცნობითი შეხვედრა გვინდა დედამიწელებთან და შენ უნდა მოგვიწყოო. მაგ საქმისთვის მოგვეწონეო. ვფიქრობ ახლა, რა ვუთხრა.

-მაია, სასმელში რამე ხომ არ ჩაგიყარეს?

-ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ რაღაც დასაკავშირებელი აპარატურა გამომატანეს და ჩვენთან მსგავსიც არაფერი მინახავს. ამ ქალს შვილი ყავდა, მამრობითი სქესივით, მგონი. დამიწყო თავის მოწონება. დედამისმა მითხრა , თორემ მე ვერც მივხვდი. წამოდი ჩვენთან ერთად, სხვა გალაქტიკებს დაგათვალიერებინებო. როგორც ხდება რა..

-მსგავსიც არაფერი მახსენდება კაცობრიობის ისტორიიდან. მერე?

-ხომ გითხარი, სხვადასხვა ფერები არიანთქო და წითელია ეს. რაიმე ნეიტრალური ფერი, რომ იყოს კიდე დავფიქრდებოდი. ასე ნერვებზე მოქმედებს.

-რა ვქნათ? (აპოკალიპტურ მომავალზე ფიქრებით შეშფოთებული და შეშინებული)

-(იცინის)

-რა გაცინებს?

-ვერ წარმოიდგენ, რომელი სიმღერა მოეწონათ ყველაზე მეტად მთელი დედამიწის რეპერტუარიდან.

-რომელი?

-წურწუმიასი, “სულელი წვიმა” , თუ რაღაც მასეთი.

-(ორივე ვიცინით)

11036371_871411346242871_799123182860263548_n

ჩემო პატარა ჭიამაია, გილოცავ დაბადების დღეს. მინდა , რომ შენს თავს ყველა სურვილი აუხდინო.

მე და მარი, კიდევ, სულ ვიქნებით შენი პატრონუსები, შენი ცხოვრებიდან ბოროტი დემენტორების დასაფრთხობად.

მარტო ჩვენ გაგვიმართლა, შენნაირი და რომ გვყავს.

მიყვარხარ!

Advertisements